Tuesday, December 15, 2015

საქართველოს არაადგილობრივი ფლორა / The alien flora of Georgia

საქართველოს არაადგილობრივი ფლორა

დავით ქიქოძე
თბილისის ბოტანიკური ბაღი და ბოტანიკის ინსტიტუტი, თბილისი,
ნინო მემიაძე, დავით ხარაზიშვილი, ზურაბ მანველიძე
ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მახინჯაური, საქართველო
ჰაინც მიულერ-შერერი
ფრიბურგის უნივერსიტეტი, ფრიბურგი, შვეიცარია

The alien flora of Georgia

David Kikodze
Tbilisi Botanical Garden and Institute of Botany, 1 Kojori Road, Tbilisi, GEORGIA
Nino Memiadze, David Kharazishvili, Zurab Manvelidze
Batumi Botanical Garden, Makhinjauri, GEORGIA
Heinz Mueller-Schaerer
Département de Biologie/Ecologie & Evolution, Université de Fribourg/Pérolles, Chemin du Musée 10, CH-1700 Fribourg, SWITZERLAND

Cover photographs and map
ფოტოები და რუკა გარეკანზე

Photograph (1): Population of invasive Vitex angustifolia (fam. Verbenaceae)
ფოტო (1): ინვაზიური Vitex angustifolia- (ოჯ. Verbenaceae) პოპულაცია
Photograph (2): Invasion of Black Locust (Robinia pseudoacacia, fam. Fabaceae) (trees with white flower clusters), in deciduous woodland on Surami Ridge (West Georgia)
ფოტო (2): ცრუაკაციის (Robinia pseudoacacia, ოჯ. Fabaceae) (ხეები თეთრყვავილიანი მტევნებით) ინვაზია სურამის ქედის (დას. საქართველო) ფოთლოვან ტყეებში
Photograph (3): Naturalized American Pokeweed (Phytolacca americana, fam. Phytolaccaceae) in fruits
ფოტო (3): ნატურალიზირებული ჭიაფერა (Phytolacca americana, ოჯ. Phytolaccaceae) ნაყოფებში
Map (4): Predicted potential and observed distribution of Black Locust (Robinia pseudoacacia, fam. Fabaceae) in Georgia
რუკა (4): ცრუაკაციის (Robinia pseudoacacia, ოჯ. Fabaceae) პოტენციური და არსებული არეალი საქართველოში

Design: Nikoloz Kvaliashvili
დიზაინი: ნიკოლოზ კვალიაშვილი

შესავალი
ეგზოტური მცენარეების ექსპანსია ევროპაში დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაწყებასთან დაახლოებით 7,000 წლის წინ. ამან ხელი შეუწყო სარეველა მცენარეების ფართო განსახლებას. ევროპაში, მსოფლიოს სხვა რეგიონების მსგავსად, არაადგილობრივი ფლორის სახეობების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში, რაც განპირობებულია ვაჭრობის მოცულობის მატებით, ტურიზმის განვითარებითა და ბუნებრივი ჰაბიტატების დეგრადაციით. იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ მცირე რაოდენობის ეგზოტურმა მცენარეებმა შეაღწია ბუნებრივ ადგილსამყოფელოებში და შექმნა სიცოცხლისუნარიანი, მაღალი სიხშირის პოპულაციები, ისინი მაინც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან ბიომრავალფეროვნებას (Myers and Bazely, 2003). ზოგიერთი ეგზოტური მცენარე საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის (იწვევს ალერგიას, პარაზიტულ დაავადებებს), ეკონომიკისათვის (აზიანებს დასაწყობებულ პროდუქციასა და შენობებს, იწვევს მილების დახშობას და წყლისპირა ნაგებობების დაზიანებას), გარემოსათვის (ცვლის ეკოსისტემებს, იწვევს ნიადაგის ეროზიასა და დაბინძურებას) და ბიომრავალფეროვნებისათვის (ხარისხობრივად აუარესებს ბიომრავალფეროვნებას და აკნინებს საკონსერვაციო ღირებულების ზონებს). ეკოსისტემების გლობალური ცვლილების უმნიშვნელოვანესი გამომწვევია ნატურალიზებული არაადგილობრივი ფლორის სახეობების მიერ ბუნებრივ მცენარეულ თანასაზოგადოებებზე მოხდენილი ნეგატიური ზემოქმედება. მცენარეები განსაკუთრებით აბეზარი ექსპანსიონისტები არიან, რამდენადაც ისინი იწვევენ სერიოზულ ცვლილებებს კვების ჯაჭვის ქვედა დონეებზე და ძირფესვიანად ცვლიან მთლიან ეკოსისტემას. ზოგიერთი მცენარის ინვაზია საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას (მაგ., Ambrosia artemisiifolia, Spiraea japonica, Heracleum mantegazzianum) ან პოტენციურად საშიშია სოფლის მეურნეობისათვის (ასეთებია, მაგ., Sorghum halepense, A. artemisiifolia, Senecio inaequidens).
სავარაუდოა, რომ ეგზოტური მცენარეების ექსპანსია საქართველოში უძველესი დროიდან იღებს სათავეს. უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში ადამიანის საქმიანობის შედეგად ბუნებრივი ეკოსისტემების ტრანსფორმაციამ და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების ინტენსიფიკაციამ ხელი შეუწყო არაადგილობრივი ფლორის სახეობების სწრაფ განსახლებას, რაც საფრთხეს უქმნის სოფლის მეურნეობას, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობას.
საქართველო უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპული ბიომრავალფეროვნების დაცვის კონტექსტში იმდენად, რამდენადაც ქვეყნის ტერიტორია მოიცავს კავკასიის,
როგორც ევროპის ბიომრავალფეროვნებისცხელი წერტილის”, საკმაოდ დიდ ნაწილს. საქართველო შეუერთდა კონვენციას ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ და აიღო ვალდებულება დაიცვას ინვაზიური მცენარეებისაგან საკუთარი და მეზობელი ქვეყნების მოსახლეობა, ბუნებრივი და ეკონომიკური გარემო. კონვენციას მიერთებული ქვეყნები იღებენ ვალდებულებას არ დაუშვან ინვაზიური მცენარეების მოხვედრა ბუნებრივ გარემოში და გააუვნებელყონ ან გააკონტროლონ გაველურებული არაადგილობრივი სახეობები.
საქართველოს არაადგილობრივი ფლორის მეცნიერული შესწავლა იწყება მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, თუმცა დღემდე არ გამოქვეყნებულა შემაჯამებელი ნაშრომი, რომელიც გაანალიზებდა არაადგილობრივ ფლორას ეროვნულ დონეზე. წინამდებარე ნარკვევი არის საქართველოს არაადგილობრივი და ინვაზიური ფლორის ავტოქტონურ სახეობებთან მიმართებაში განხილვის პირველი მცდელობა. მასში მოცემულია საქართველოს ტერიტორიაზე აღრიცხული ეგზოტურ მცენარეთა ბიოლოგიური და ეკოლოგიური თავისებურებები და არაადგილობრივ, მათ შორის, პოტენციურად ინვაზიურ სახეობათა სია. არაადგილობრივი ფლორის ანალიზი მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა ლიტერატურულ მონაცემებს, ასევე საველე დაკვირვებებს და სახეობათა გავრცელების მოდელებს. მეთოდოლოგიური ნაწილი შეესაბამებაშვეიცარიის არაადგილობრივ ფლორაშიმოცემულ რეკომენდაციებს (Gassmann and Weber, 2002). სტატისტიკური ანალიზისას გამოყენებულია საველე დაკვირვებებისას მოპოვებული მონაცემები და ბოტანიკურ ლიტერატურაში არსებული ინფორმაცია (“საქართველოს ფლორა”, 1971-2007; Мазуренко, Хохряков, 1972; Яброва-Колаковская, 1977; დავითაძე, 2001; კერესელიძე და სხვ., 2003; გაგნიძე, 2005).


Introduction
The expansion of alien plants in Europe began with the introduction of agriculture about 7,000 years ago and the subsequent spread of weeds. In Europe, as in most regions of the world, the number of alien plant species has increased considerably in the past 200 years as a result of increasing trade, tourism and disturbance. Although only a few exotic plant species invade natural communities and develop high population densities, those that do so pose one of the most serious threats to biodiversity (Myers and Bazely 2003). A number of them can cause considerable problems relating to the health (e.g. allergies, parasitic illnesses and tropical diseases), economy (e.g. damage to stored goods and buildings, blocked pipes, destabilisation of waterside buildings), environment (e.g. changes in ecosystems, erosion, contaminated soils) and biodiversity (e.g. a reduction in biological diversity and in the value of conservation areas). These species therefore represent a threat to a wide range of assets, including the wellbeing of the human population, health of crops, property, infrastructure, environment and biodiversity. The increasing number of naturalized alien plant species with negative impacts on plant communities is viewed as a major component of global change. Plants are particularly notorious invaders, since they are capable of changing the food web at the base, which can ripple through the entire ecosystem. Plant invaders can also affect human health (e.g. Ambrosia artemisiifolia, Spiraea japonica, Heracleum mantegazzianum) or are a potential threat to the agro-economy (e.g. Sorghum halepense, A. artemisiifolia, Senecio inaequidens).
In Georgia, the expansion of invasive species dates back to ancient times. During the last centuries, man-induced disturbance of natural ecosystems and increasing trade resulted in rapid dispersal of alien species in Georgia posing threat to agriculture, biodiversity and human health.
As a signatory to the Biodiversity Convention, Georgia committed to protect human population, nature and economy and those of neighbouring countries from invasive species. Each signatory to the Convention should ensure that invasive organisms are not released into the wild and harmful invasive organisms, which are already established, are eradicated or contained. Georgia is extremely important in the European context, as it covers considerable part of the Caucasus known as one of Europe’s biodiversity hotspots.
The alien flora of Georgia has been studied since the first half of the 20th century, but to date, there was no publication summarizing the information on the alien flora at the national level. This brochure is the first attempt to fill this gap. It provides an overview of the alien and invasive plant species with regard to the Georgian flora. Some of the ecological and biological characteristics of the alien plants in Georgia are discussed and a list of plant invaders and potential invaders is provided. This is a preliminary and largely compilatory work based on the existing literature sources, field surveys and modelling studies carried out within the framework of a Swiss-Georgian research project. The methodological part follows “The alien flora of Switzerland” (Gassmann & Weber, 2002). The statistical analysis is based on the results of field studies and data extracted from available literature sources (Flora of Georgia, 1971-2007; Mazurenko and Khokhryakov, 1972; Iabrova-Kolakovskaya, 1977; Davitadze, 2001; Kereselidze et al., 2003; Gagnidze, 2005).









































მადლობა
მადლობას ვუხდით ლოზანის უნივერსიტეტის (http://www.unil.ch/ecospat) თანამშრომლებს ბლეზ პეტიპიერს (Blaise Petitpierre) და ანტუან გუისანს (Antoine Guisan) სივრცული გავრცელების რუკების მოწოდებისათვის. გვსურს გამოვხატოთ მადლიერება დოქტ. იზოლდა მაჭუტაძის (ბათუმის ბოტანიკური ბაღი) მიმართ კოლხეთის (დას. საქართველო) ადვენტური ფლორის სიის გადმოცემისათვის. ასევე, მადლობას ვუხდით როლანდ კაიზერს (Roland Kaiser, ავსტრია), რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია Artemisia verlotiorum-ის (ოჯ. Asteraceae) საქართველოში არსებობის შესახებ.
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო შვეიცარიის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (SNSF) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან (SDC) ერთად პროგრამა SCOPES-ის (პროექტი # IB73A0-110830) ფარგლებში (პროგრამის მიზანია მხარდაჭერა აღმოუჩინოს შვეიცარიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამეცნიერო ჯგუფების თანამშრომლობას).
ამ ბროშურის განახლებული და განვრცობილი მეორე გამოცემის მომზადება და ბეჭდვა განხორციელდა შვეიცარიის გარემოს ფედერალური ოფისის (Federal Office for the Environment, Switzerland) ფინანსური მხარდაჭერით, რისთვისაც მას უღრმეს მადლობას ვუხდით. ასევე, დიდ მადლობას ვუხდით რობინ . კოლინსს (Robin A. Collins, აშშ) ინგლისური ტექსტის კორექტურისათვის, აგრეთვე ჯონდო ჩიკვაიძეს (თბილისის ბოტანიკური ბაღი და ბოტანიკის ინსტიტუტი) – ქართული ტექსტის რედაქტირებისათვის.

Acknowledgements
Our sincere thanks to Blaise Petitpierre and Antoine Guisan, University of Lausanne (http://www.unil.ch/ecospat) for providing the spatial distribution maps. Our special thanks to Dr. Izolda Machutadze (Batumi Botanical Garden, Georgia) who provided a list of adventive species of the Colchis (Western Georgia). We are also very grateful to Austrian ecologist Roland Kaiser for providing information on the occurrence of Artemisia verlotiorum (Asteraceae) in Georgia. The project was financially supported by the Swiss National Science Foundation (SNSF) together with the Swiss Agency for Development and Cooperation (SDC), through SCOPES (project number IB73A0-110830), a program to boost scientific co-operation between research groups in Switzerland and Eastern Europe. In addition, we wish to acknowledge the Federal Office for the Environment in Switzerland whose financial support allowed us to realize this second updated and extended edition. Finally, many thanks to Robin A. Collins for proofreading the English text and Jondo Chikvaidze (Tbilisi Botanical Garden and Institute of Botany, Georgia) for editing the Georgian text.


დავით ქიქოძე
David Kikodze
ნინო მემიაძე
Nino Memiadze
დავით ხარაზიშვილი
David Kharazishvili
ზურაბ მანველიძე
Zurab Manvelidze
ჰაინც მიულერ-შერერი
Heinz Mueller-Schaerer

მეორე გამოცემა
Second Edition 
2010

Source: unifr.ch