ნაწარმოების სათაური:
|
ბოტანიკა : განაკვეთი 8 : ნაყოფისა და თესლის აგებულება თანაყვავილი
|
ავტორები:
|
კეცხოველი, ნიკო
|
საკვანძო სიტყვები:
|
|
ფიზიკური მატარებლის სახე:
|
|
გამოსახვის ენა:
|
ქართული
|
ძირითადი ენა:
|
ქართული
|
გამოცემის ადგილი:
|
ტფილისი
|
გამოცემის თარიღი:
|
1932
|
გამომცემელი:
|
პედაგ. ინ-ტი (პედინსტიტუტის ლითოგრაფია)
|
ფიზიკური აღწერილობა:
|
19 გვ.; 27 სმ.
|
ფიზიკური მახასიათებლები:
|
|
ზოგადი შენიშვნა:
|
ბოტანიკა / შედგენილია ნ. კეცხოველის მიერ ; საქ. ს.ს.რ. განათლ. სახალხო კომის., დაუსწრ. პედაგ. ინ-ტი, აგრო-ბიოლოგიური სექცია, აგრობიოლოგიური განყოფილება.
|
ბიბლიოგრაფია:
|
|
იდენტიფიკატორი:
|
|
თემა / თემატიკა:
|
ბოტანიკა
ნაყოფის აგებულება
თესლის აგებულება
თანაყვავილი
|
ანოტაცია / რეზიუმე:
|
|
მოკლე შინაარსი:
|
|
საგანი / საგნობრივი რუბრიკა:
|
|
სარჩევი:
|
|
დამატებითი ინფორმაცია:
|
UDC: 58 + 581.145.2 +
581.141
|
მფლობელი:
|
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი
|
ადგილმდებარეობა:
|
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა
|
Wednesday, May 13, 2015
ბოტანიკა : განაკვეთი 8 : ნაყოფისა და თესლის აგებულება თანაყვავილი / ნიკო კეცხოველი
Tuesday, May 12, 2015
საქართველოს აგროგეობოტანიკური რუკა / ნიკო კეცხოველი
Type:
|
Book
|
Title:
|
საქართველოს აგროგეობოტანიკური რუკა
|
Other Titles:
|
საქართველოს აგროგეობოტანიკური რუკა (ფერადი რუკით)
Агрогеоботаническая Карта Грузии (С Красочной Картой)
Agrogeobotanical Map Of Georgia
|
Authors:
|
კეცხოველი, ნიკო
|
Keywords:
|
|
Issue Date:
|
1972
|
Publisher:
|
თბილისი : მეცნიერება
|
Description:
|
118[6] გვერდი; 22 სმ.
|
ISBN:
|
|
Subject(s):
|
ფლორა
საქართველო
საქართველოს აგროგეობოტანიკური რუკა.
|
Note:
|
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ბოტანიკის ინსტიტუტი
ჩიჩუა, ს. [რედაქტორი]
სარქისიანი, ლ. [რედაქტორი]
|
Location:
|
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა
|
Status:
|
ხელმისაწვდომია
|
ნიკო კეცხოველი
(1897 – 1982)
გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რესპუბლიკის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი ნიკო კეცხოველი დაიბადა 1897 წლის 26 დეკემბერს (ძველი სტილით) ყოფილი გორის მაზრის სოფელ ტყვიავში, მასწავლებლის, სწავლული მებაღის ოჯახში.
კეცხოველები წარმოშობით სამხრეთ საქართველოდან ყოფილან; “ჩვენი გვარის ბინადრობა, - აღნიშნავდა ნიკო კეცხოველი, დაკავშირებულია სამხრეთ საქართველოსთან, მესხეთთან, ბორჯომის ხეობასთან”.
ნიკო კეცხოველის მშობლები – ნიკოლოზ კეცხოველი (ქართლში ევროპული მეხილეობის ერთ–ერთი ფუძემდებელი) და მარიამ კორინთელი მშრომელი ადამიანები იყვნენ და ამიტომ შემთხვევითი არ იყო, რომ თავიანთ შვილებს – ნიკოს, ლევანს, მარიამს, ლავროსს, ზაქარიას, სევერიანს, ეფემიას, ნინოსა და ლადოს – შრომისადმი სიყვარულს უნერგავდნენ.
1907 წელს ნიკო კეცხოველი თბილისის ქართულ გიმნაზიაში შევიდა, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1918 წელს. გიმნაზიაში, გარდა გაკვეთილების მომზადებისა, ბევრ დროს ანდომებდა ქართველი, რუსი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებთა კითხვას. თვითონაც წერდა ლექსებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, ნოველებს.
1918-1926 წლებში ნიკო კეცხოველი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე, რომელიც შემდგომ პედაგოგიურ ფაკულტეტად გადაკეთდა.
აღსანიშნავია, რომ იგი იარაღით ხელში იბრძოდა დამოუკიდებელი საქართველოს განმტკიცებისათვის (1919 წელს – სამცხე–ჯავახეთში, 1921 წლის თებერვალში – კოჯორთან და ტაბახმელასთან, სადაც მძიმედ დაიჭრა და მარცხენა ხელი სამუდამოდ დაზიანებული დარჩა). იყო სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი.
1923 წლიდან ნიკო კეცხოველმა დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. იგი ჯერ თბილისის უნივერსიტეტის ბოტანიკის კათედრის პრეპარატორი და ასისტენტი, 1932 წლიდან კი ამავე კათედრის გამგე იყო. 1933-1934 წლებში თსუ–ის ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანად მუშაობდა.
ნიკო კეცხოველმა, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამეცნიერო ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა რაიონში, განსაკუთრებით მდიდარი მასალა შეაგროვა ჩვენი ქვეყნის ტყისა და მდელოს ურთიერთობისა და მთის მდელოების წარმოშობის შესახებ. ამ მასალების ანალიზის შედეგები გამოქვეყნებულია კაპიტალურ მონოგრაფიაში - “საქართველოს მცენარეული საფარის ძირითადი ტიპები”, რომელიც 1935 წელს დაიბეჭდა. წიგნს ერთვის მცენარეთა გავრცელების რუკები.
1937 წელს ნიკო კეცხოველმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, მომდევნო წელს კი პროფესორის წოდება მიენიჭა.
1934-1945 წლებში ნიკო კეცხოველი იყო ჯერ სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის, შემდეგ კი საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.
1945 წლის 8 აგვისტოდან ნიკო კეცხოველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან 1953 წლის ივლისამდე იმუშავა.
ნიკო კეცხოველის რექტორობის პერიოდი უბრწყინვალესი ფურცელია ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიაში. მისი თაოსნობით შეიქმნა სტუდენტთა სამეცნიერო და სალიტერატურო წრეები (1947 წ.), დაარსდა ახალგაზრდა მწერალთა ალმანახი “პირველი სხივი, სადაც ქართულ მწერლობაში შემდგომში ბევრმა ცნობილმა პოეტმა და პროზაიკოსმა აიდგა ფეხი; 1952 წლის 21 ივნისს განახლდა უნივერსიტეტის მრავალტირაჟიანი ყოველკვირეული გაზეთის - “ახალგაზრდა სტალინელის” გამოცემა; განვითარდა საუნივერსიტეტო სპორტი – 1947 წელს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრასთან ჩამოყალიბდა სპორტული კლუბი, რომლის თავმჯდომარე თავად ნიკო კეცხოველი იყო. სპორტული კლუბი წარმართავდა საუნივერსიტეტო სპარტაკიადებს, ხელს უწყობდა სპორტის ეროვნული სახეობების აღორძინებას. ტრადიციად იქცა ყოველწლიური ალპინიადების ჩატარება. ახალგაზრდობის აღზრდისა და განათლების საქმეს ნიკო კეცხოველი თავისი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზნად ითვლიდა. მოგონება მასზე, როგორც არაჩვეულებრივ, მზრუნველ პედაგოგსა და ახალგაზრდობის მოამაგეზე, მომავალ თაობებს ლეგენდად გადაეცემა.
1941 წელს ნიკო კეცხოველი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს. 1942-1943 წლებში იგი ხელმძღვანელობდა აკადემიის სასოფლო-სამეურნეო განყოფილებას, 1943-1945 წლებში კი აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი იყო. 1957 წელს ნ.კეცხოველი აირჩიეს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივნად, 1963 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორად.
ნიკო კეცხოველი იყო ფართო პროფილის ბოტანიკოსი, მისი მეცნიერული ინტერესების სფერო მოიცავდა გეობოტანიკის, ბოტანიკური გეოგრაფიის, მცენარეთა სისტემატიკის, კულტურული ფლორის, ბოტანიკის ისტორიის საკითხებს. ნიკო კეცხოველის მეცნიერული გამოკვლევები ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სახალხო მეურნეობის ინტერესებთან. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მის “საქართველოს აგროგეობოტანიკურ რუკას”, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რესპუბლიკის ტერიტორიის სასოფლო–სამეურნეო ათვისების პერსპექტივების განსაზღვრას. ნიკო კეცხოველის სახელთანაა დაკავშირებული ქართული ბოტანიკური მეცნიერების მრავალი მიღწევა. განსაკუთრებულია მისი ღვაწლი ქართული ბოტანიკური და სასოფლო–სამეურნეო ტერმინოლოგიის შექმნაში. მან დიდი ამაგი დასდო ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიას, როგორც მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრმა და სტატიების ავტორმა. იგი აქტიურად მონაწილეობდა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის შექმნაში. მან გამოამზეურა და ქართულ მეცნიერულ–სალიტერატურო ენაში შეიტანა ხალხში შემონახული მრავალი სიტყვა. ნიკო კეცხოველი იყო მეცნიერული ცოდნის ბრწყინვალე პოპულარიზატორი. ქართული ლიტერატურის ძვირფასი შენაძენია მისი სამეცნიერო–პოპულარული წიგნები.
ნიკო კეცხოველმა დაწერა ბოტანიკისა და ბიოლოგიის რამდენიმე სახელმძღვანელო მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის. 14 წლისამ ჟურნალ “ნაკადულში” გამოაქვეყნა პირველი საყმაწვილო მოთხრობა და აქედან მოყოლებული, მთელი სიცოცხლის მანძილზე განსაკუთრებული სიყვარულითა და გატაცებით წერდა ბავშვებისათვის.
1980 წელს გამოაქვეყნა კეცხოველი დედაქალაქის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. იგი დაჯილდოებული იყო ლენინის სამი ორდენით, შრომის წითელი დროშის სამი ორდენითა და სხვ. გამოაქვეყნა კეცხოველი გარდაიცვალა 1982 წლის 26 დეკემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Source: tsu.edu.ge
Subscribe to:
Posts (Atom)